თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პროგრესს მიაღწია გატარებული რეფორმების წყალობით, ნათქვამია საქართველო–ევროკავშირის ბრიუსელის მეცხრე ყოველწლიური დიალოგის ერთობლივ პრეს-რელიზში.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის თავისუფალი მედიაგარემოსა და პოლიტიკური პლურალიზმის მნიშვნელობას.
წარმატებებს საქართველომ მართლმსაჯულების სფეროში გატარებული და პენიტენციური სისტემის რეფორმების წყალობით მიაღწია. პროგრესს ასევე შეუწყო ხელი გენდერული თანასწორობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით გატარებულმა რეფორმებმაც, აღნიშნეს ადამიანის უფლებების შესახებ საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მონაწილეებმა.
შემდეგი შეხვედრა თბილისში 2017 წელს გაიმართება.