თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზი გამართლდა — საქართველოს ზღვისპირეთში შტორმი 4 ბალამდე გაძლიერდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ამინდი ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაუარესდა. ღამით ქარის სიჩქარე ზოგან წამში 28 მეტრს აღწევდა.
„ამ დროისთვის შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმი ფიქსირდება, რომელიც ნელ-ნელა დღის მეორე ნახევარში დაიწყებს დაცხრომას. მთელ საქართველოში ამინდის გაუმჯობესებას უკვე საღამოს ველოდებით“, — განაცხადა სააგენტოს თანამშრომელმა.
ხუთშაბათს, დილით სტიქიამ ქობულეთის რაიონში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ხოლო საღამოს — რუსთავში. ქარისგან დაზარალდა თბილისიც — ზოგიერთ უბანში ქარმა ხეები მოგლიჯა, რომლებიც ავტომობილებს დაეცა და დააზიანა.
სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას შაბათს გვპირდებიან. დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მცირე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო მაღალ მთაში — თოვლი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოში 21-26 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთში — 14-19 გრადუსამდე.
თბილისში 17 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.