თბილისში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია

© photo: Sputnik / Valery Titievsky / გადასვლა მედიაბანკშიქარმა ხეები წააქცია
ქარმა ხეები წააქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ქარმა მეტროს სადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიასა და ისნის რაიონში ხეები წააქცია. ორ შემთხვევაში ხეები ავტომობილებს დაეცა, შემთხვევას მსხვერპლი არ გამოუწვევია.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაძლიერებულმა ქარმა თბილისსა და რუსთავში ხეები წააქცია და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

თბილისში ქარმა მეტროს სადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიასა და ისნის რაიონში ხეები წააქცია. ორ შემთხვევაში ხეები ავტომობილებს დაეცა, სადაც მძღოლები იმყოფებოდნენ, საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ გამოუწვევია. 

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
ძლიერმა ქარმა რამდენიმე ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

განსაკუთრებით დაზიანდა ისანი-სამგორის რაიონი. დახმარების თხოვნით საქართველოს შსს-ს გადაუდებელი დახმარება სამსახურში „112“ სულ 150 ზარი შევიდა.

რუსთავი-გარდაბნის ავტომაგისტრალზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძი წაიქცა, რომელმაც ტრანსპორტის მოძრაობა, ფაქტობრივად, შეაფერხა. რუსთავში რამდენიმე ადგილზე ქარმა ხეები ფესვიანად მოგლიჯა.

„დაახლოებით ხუთ მისამართზეა ხეები წაქცეული, რამაც გზები ჩახერგა… ბევრ ადგილზე ელექტროგადამცემი ხაზებია დაზიანებული. 30-მდე ოჯახი შუქის გარეშეა დარჩენილი“, — განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

აჭარას სტიქია ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა ქალაქ ქობულეთში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის შედეგადაც დაახლოებით 4 ათასი აბონენტს შუქი არ მიეწოდება.

სინოპტიკოსები პარასკევს შავ ზღვაზე 5-ბალიან შტორმს პროგნოზირებენ.

შაბათს საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება, 26 აპრილამდე სითბო და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


ყველა ახალი ამბავი
0