თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ლიტვის მოქალაქე გაბრიელე ტერვიდიტე ტელ-ავივში ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის გამო დააკავეს, BNS სააგენტოს ხუთშაბათს აუწყა ლიტვის სს სამინისტროს წარმომადგენელმა კიასტუტის ვაშკელავიჩუსმა.
„იუწყებოდნენ, რომ ისრაელის თანამდებობის პირებმა ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის გამო დააკავეს“, — განაცხადა ვაშკელავიჩუსმა.
მისი სიტყვებით, ტერვიდიტე ტელ-ავივში ლიტვის კონსულს შეხვდა, საუბრისას მისი დაკავების პირობებს არ უჩიოდა და საკონსულო დახმარებას არ საჭიროებდა.
„უახლოეს დროს ტერვიდიტე ლიტვაში დაბრუნდება“, — დაამატა მან.
ლიტვის მასმედიის მონაცემებით, ტერვიდიტე ფოტოგრაფია, პალესტინის ტერიტორიაზე რამდენიმე წელი მუშაობდა, სხვადასხვა ქვეყნებში ფოტოგამოფენებში იღებდა მონაწილეობას.