საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა კავკასიაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს

© FB/Георгий Маргвелашвилиფრანსუა ოლანდი და გიორგი მარგველაშვილი
ფრანსუა ოლანდი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ასევე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

თბილისი, 21 აპრილი — Spunik. ხუთშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქართველ ლიდერთან  გიორგი მარგველაშვილთან ერთად ამიერკავკასიაში შექმნილი სიტუაცია, ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და დღის საერთაშორისო წესრიგი  განიხილეს, ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა დღეს საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი მიიღო, რომელიც საფრანგეთში საპასუხო ოფიციალური ვიზიტით იმყოფება 2014 წელს 13 მაისს თბილისში შემდგარი რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ. სახელმწიფოს მეთაურებმა ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი განიხილეს“, — ნათქვამია კომუნიკეში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების საქართველოში გამართვას სთავაზობს

ოლანდის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ მალაპარაკებების ერთერთი ძირითადი თემაა საფრანგეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები-ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ფრანგული ეექსპორტის მოცულობა სამჯერ გაიზარდა.

„მათ ასევე დღის საერთაშორისო წესრიგი, კერძოდ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს“,-აღნიშნეს ელისეის სასახლეში და დაამატეს, რომ საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

მხარეებმა ასევე 2014 წლის ივნისში ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

ყველა ახალი ამბავი
0