კვირიკაშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების საქართველოში გამართვას სთავაზობს

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მოხარულია, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დეესკალაცია შეინიშნება და იმედი აქვს, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდება.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფალთ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საქართველოში გამართვა შესთავაზა.

სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ განცხადება 2 აპრილს გააკეთეს. კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განაცხადა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი მოქმედებების“ შესახებ. კონფლიქტის მხარეებმა 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებები გაავრცელეს.

„ამ კონფლიქტს შეუძლია მთელ რეგიონში უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახოს. ამიტომ ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ საქართველო მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვის ადგილად“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სტრასბურგში, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს ხელისუფლება მოხარულია, რომ მთიან ყარაბაღში მდგომარეობის დეესკალაციის ნიშნებია. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ვითარება მშვიდობიანი გზით მოგვარდება.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0