საქართველოში უაქციზო სპირტიანი სასმელები ამოიღეს

გამოწერა
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელები - „ნეფტი“, „ბელუგა“,Finlandia, Hennessy და Jack Daniel’s-ი ამოიღო.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოში 10 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახეობის უაქციზო სპირტიანი სასმელები ამოიღეს, აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ამოღებულ პროდუქციას შორისაა „ნეფტის“, „ბელუგასა“ და „ფინლანდიას“ მარკის არაყი, ასევე კონიაკი „ჰენესი“ და ვისკი „ჯეკ დენიელსი“.

დაკავებულს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საუბარი ეხება მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აქციზური საქონლის გამოშვების, შენახვის, რეალიზაციის ან გადაზიდვის საკითხს.

© ალკოჰოლური პროდუქციაარაყი "ნეფტი"
არაყი ნეფტი - Sputnik საქართველო
არაყი "ნეფტი"

წლის დასაწყისიდან ეს უაქციზო პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებული მეექვსე შემთხვევაა.

იანვარში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთიდან საქართველოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს. ანალოგიურ საქმეზე მოგვიანებით კიდევ ორი პირი მიეცა პასუხისგებაში.

ალკოჰოლური პროდუქცია - Sputnik საქართველო
საქართველოში არაყზე ფასი იზრდება

თებერვლის თვეში სომხური კონიაკის უაქციზოდ შემოტანის მცდელობისთვის ოთხი ადამიანი იქნა დაკავებული.

ასევე თებერვალში უაქციზო სიგარეტის რეალიზების ბრალდებით საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები დააკავეს.

მარტში საგამოძიებო სამსახურმა Marlboro-ს მარკის უაქციზო სიგარეტის რეალიზება აღკვეთა — დააკავეს ორი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0