თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ჰაერის ტემპერატურამ თბილისში 20 აპრილს 25 წლიანი რეკორდი მოხსნა, დასავლეთ საქართველოში კი ასეთი ცხელი ამინდი ბოლო 57 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში ოთხშაბათს +26,6° დაფიქსირდა, რაც უკანასკნელი მეოთხედი საუკუნის მაქსიმალური მაჩვენებელია.
სამტრედიაში კი ჰაერის ტემპერატურამ +33° მიაღწია, რაც ბოლოს 57 წლის წინ იყო დაფიქსირებული.
ფოთში +31,8° სიცხე იყო, რაც ბოლო 58 წლის რეკორდია.
ზუგდიდში თერმომეტრის სინდიყმა +31,3 გრადუსამდე აიწია, რაც ბოლო 27 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხუთშაბათს გაუარესდება და ღამით ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი. თუმცა შაბათს კვლავ გამოიდარებს.

