თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოში ხუთშაბათიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ხუთშაბათის ღამით ძლიერი ქარი და კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ამინდი, 21 აპრილის პროგნოზი
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, ხოლო ზოგიერთ რაიონში 20-25 მეტრამდე მოიმატებს.
დაბლობში ღამით 11-16, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო იქნება, მაღალ მთაში — ღამით 5-10, ხოლო დღისით — 6-11 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღის მეორე ნახევარში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარემ, შესაძლოა, წამში 28 მეტრს მიაღწიოს.
დაბლობში ღამით იქნება 8-13, ხოლო დღით — 23-28 გრადუსი სითბო. მაღალმთიან რაიონებში ღამით 2-7, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო.
თბილისში ღამით 12, ხოლო დღისით 26 გრადუსი სითბო იქნება.
ამინდი, 22 აპრილის პროგნოზი
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრს მიაღწევს, ზოგან კი — 28 მეტრსაც.
ღამით მოსალოდნელია 5-10, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით –1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 2-17 გრადუსი სითბო იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ღამით და დილით კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში — თოვა. ქარი დროდადრო წამში 30 მეტრს მიაღწევს.
ღამით იქნება 5-10 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით ჰაერი 11-16 გრადუსამდე დათბება. მაღალმთიანეთში ღამით მოსალოდნელია —4-+1 გრადუსი, ხოლო დღისით +1-+6 გრადუსი.
თბილისში ღამით 9, ხოლო დღისით 15 გრადუსი სითბო იქნება.
ამინდი, 23 აპრილის პროგნოზი
ამ დღეს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. აღმოსავლეთში, მათ შორის თბილისში, მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო მაღალ მთაში — თოვლი. ქარის სიჩქარე ნელ-ნელა შემცირდება და წამში 10-15 მეტრი იქნება.
ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 4-9 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო დღისით — 21-26. მაღალ მთაში ღამით –3 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია 2-7, ხოლო დღისით — 14-19 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში ღამით — 8-3 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბო.
თბილისში ღამით 5, ხოლო დღისით 17 გრადუსი სითბო იქნება.