მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს იუბილე ნამდვილი კონცერტით მიულოცეს

გამოწერა

თბილისის მოხუცებულთა სახლში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დავით ჯიშკარიანის 95-ე იუბილე აღნიშნეს. Sputnik-ი ღონისძიების ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

თბილისის მოხუცებულთა სახლში ვეტერან დავით ჯიშკარიანის 95-ე დაბადების დღე საზეიმო კონცერტით აღნიშნეს. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ რუსულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონების შემოქმედებითი კოლექტივები. ღონისძიებას მოხუცებულთა სახლ Tbilisi Old People Boarding Home-ის ბინადრები ესწრებოდნენ.

თბილისი - Sputnik საქართველო
მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანს 100 წელი შეუსრულდა

„ვფიქრობ, შესანიშნავი ღონისძიება გამოგვივიდა. მინდა მადლობა გადავუხადო დავით ჯიშკარიანს იმისთვის, რომ ის, როგორც აქ მცხოვრები სხვა ვეტერანები, თავდაუზოგავად იბრძოდა ჩვენი კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ასეთ ადამიანებზეა დამყარებული ჩვენი და რუსი ხალხის მეგობრობა, რომელიც არა მარტო უნდა გაგრძელდეს, არამედ ყოველდღიურად უნდა გაღრმავდეს“, — განაცხადა მოხუცებულთა სახლის დირექტორმა დარეჯან თომაძემ.

ჯიშკარიანი ფრონტზე ომის დაწყებისთანავე გამოიძახეს. თავიდან ის ჟიტომირთან ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას, სადაც დაიჭრა კიდეც. გამოჯანმრთელების შემდეგ კურსკთან იბრძოდა, მისთვის ომი მოსკოვი-ხიმკის დაცვისას დასრულდა, როდესაც მძიმედ დაიჭრა. ამის შემდეგ ის, როგორც ინვალიდი, საქართველოში დააბრუნეს.

„იბრძოდა ყველა — ახალგაზრდა თუ მოხუცი და გამარჯვების მოპოვება არც თუ მარტივი იყო. მოზარდებიც კი იბრძოდნენ. როდესაც მოსკოვის მისადგომებთან ხელსა და ფეხში დამჭრეს, გვერდით არც ერთი მედდა არ იყო. ბრძოლის ველიდან ოთხმა გოგონამ გამომიყვანა, რომლებმაც დაახლოებით 300 მეტრი ხელით მატარეს“, — გაუზიარა Sputnik-ს თავისი მოგონებები ვეტერანმა.

კონცერტის მსვლელობისას დავით ჯიშკარიანს გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ვითარებაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმოწერილი სიგელი გადასცეს.

რუს თანამემამულეთა კავშირ „სამშობლოს“ პრეზიდენტის ვალერი სვარჩუკის განცხადებით, ორგანიზაციამ მოხუცებულთა სახლში ადრეც გამართა კონცერტი, რომელიც დავით ჯიშკარიანს ისე მოეწონა, რომ მან კონცერტის გამეორება ითხოვა. თანამემამულეთა კავშირმა კი დავით ჯიშკარიანს ეს სურვილი აუსრულა.

ვეტერანი დავით ჯიშკარიანი ღონისძიების დაწყების მოლოდინში. - Sputnik საქართველო
თბილისში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს იუბილე საზეიმო ვითარებაში მიულოცეს

„ფაქტობრივად, ამ ღონისძიებით ჩვენ საქართველოში გამარჯვების დღის აღნიშვნა დავიწყეთ. ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებები და აქციები გვაქვს დაგეგმილი, რომელიც მაისში დაიწყება. ამ ღონისძიებების ფარგლებში ჩვენ მოვინახულებთ საქართველოში არსებულ ომის გმირების ძეგლებსა და ძმათა სასაფლაოებს, გვირგვინით შევამკობთ თბილისში არსებულ უცნობი ჯარისკაცის საფლავს და პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას“, — განუცხადა Sputnik-ს ვალერი სვარჩუკმა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების რიცხვი დღითიდღე მცირდება. კავშირ „სამშობლოს“ მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის დაახლოებით ორი ათასი ვეტერანი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0