„ქართული ოცნება“ მზად არის საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარი დაუჭიროს 2020 წლისთვის

© Sputnik / STRINGERპარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი
პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოსლკი მიიჩნევს, რომ ფრაქციის რესურსი ძალიან საინტერესოა და სანამ ახალ სახეებზე გადავლენ, დიდი მნიშვნელობა აქვს არსებული გუნდის შენარჩუნებას.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ჩვენ არ გვინდა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დავიყვანოთ რაღაც თანხაზე ან მერკანტილიზმზე, რომ რომელიმემ  მიიღოს თანხა და ამით შეინარჩუნოს და გაიხანგრძლოვოს თავისი ყოფნა პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, ასეთი განცხადება გააკეთა გიორგი ვოლსკიმ არასაპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრისას, სადაც უმრავლესობამ ოპოზიციას შესთავაზა, რომ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 2%-ს დააგროვებს, კვალიფიციურ სუბიექტად ჩაითვალოს და შესაბამისი თანხა მიიღოს.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას, ვოლსკის თქმით, ამის სურვილიც რომ არსებობდეს, მანამდე საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. დეპუტატი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის 2020 წლიდან მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებას, თუმცა მანამდე დეპუტატი არ იზიარებს მიდგომას, რომ მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ სუფთა წარსულის მქონე ახალბედებს ირჩევს

„საარჩევნო სიებთან დაკავშირებით შემიძლია დავიფიცო, რომ არავის საკითხი არ განხილულა, არ განხილულა, ვინ სად იქნება, ვერ მოვიცალე ამ კონსულტაციებში ჩავერთო. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი ფრაქციის თითოეული წევრის მომავალს, პერსპექტივას, რადგან ეს არის გუნდი, რომელმაც თავის მხრებზე გადაიტანა რთული წინასაარჩევნო პერიოდი 2012 წელს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა აქვს, რომ ეს გუნდი შენარჩუნდეს, რადგან მიმაჩნია – რესურსი საკმაოდ საინტერესოა. აუცილებელია ეს რესურსი განვითარდეს და შემდეგ უკვე ვისაუბროთ ახალ სახეებზე“, — განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში, ვოლსკის თქმით, არა თუ ახლა, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის დროსაც არასოდეს კარნახობდა გუნდს და არასოდეს იღებდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ამგვარ საკითხებთან მიმართებაში.
„ყველა საკადრო საკითხს გადაწყვეტს პოლიტიკური საბჭო და შტაბი, რომელიც წინასაარჩევნოდ ჩამოყალიბდება ყრილობის შემდეგ. მანამდე დარჩა სულ 3 კვირა“, — განაცხადა ვოლსკიმ.

თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0