„ქართული ოცნება“ სუფთა წარსულის მქონე ახალბედებს ირჩევს

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებში ცალკე სიით აპირებს მონაწილეობას, რომლის დაკომპლექტების დროსაც „სუფთა წარსულის“ მქონე ახალი პირების მოზიდვას აპირებს.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. უახლოეს მომავალში პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას პოლიტიკური გაერთიანების ახალ წევრებს წარუდგენს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
სამი კითხვა მთავარზე: „ქართული ოცნება“

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში მყოფი ერთ-ერთი მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება „რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შემდეგ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თავად პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებში ასევე კოალიციისგან დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. კოალიცია და უმრავლესობა დატოვა „ეროვნულმა ფორუმმაც“.

„უახლოეს მომავალში წარვადგენთ ახალ სახეებს, ახალ პიროვნებებს, რომლებიც გაწევრიანდნენ პარტია „ქართულ ოცნებაში“, შესაბამისად, თქვენ ასევე გაიგებთ ამ ადამიანების წარსულის შესახებ“, — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, აქცენტი გაკეთდება სუფთა წარსულზე, განათლებასა და პროფესიონალიზმზე.

კალაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერ გუნდში, და არა მხოლოდ პარტიული მიმართულებით, ყოველთვის მისასალმებელია, როდესაც მოდის ახალი სისხლი, ახალი პიროვნება, რადგან მაქსიმალური შედეგი ყოველთვის იქ არის, სადაც კონკურენციაა.

მმართველ კოალიციაში შედიოდნენ პარტიები „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატორთა პარტია“, "ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

ყველა ახალი ამბავი
0