თბილისში საგაზაფხულო ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“ იწყება

© photo: Sputnikწიგნის დღე თბილისში
წიგნის დღე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს ქართველი შემსრულებლების ცოცხალი კონცერტები, სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება, ასევე მრავალი წიგნი და დიდი ფასდაკლებები ელოდებათ.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ყოველწლიური საგაზაფხულო ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“ თბილისში 21-დან 24 აპრილის ჩათვლით ყველაზე პოპულარულ მუსიკოსებსა და ლიტერატორებს მოუყრის თავს.

მრავალ წიგნთან და დიდ ფასდაკლებებთან ერთად სტუმრებს ქართველ შემსრულებელთა ცოცხალი კონცერტები და სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება ელოდება, აღნიშნულია ორგანიზატორის — ქართული წიგნის ინსტიტუტის განცხადებაში.

Maroon 5 - Sputnik საქართველო
პროექტი Check in Georgia მელომანებს მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეკრებს

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) სცენაზე გამოვლენ მუსიკოსები რეზო კიკნაძე, შოთა ადამაშვილი, ასევე ბენდები The BearFox, Green Room ft. Dato Lomidze, Lady Heroine, The Black Marrows, Backwarmer და სხვები.

მკითხველთან შეხვედრებს მოაწყობს სხვადასხვა მწერალი, მთარგმნელი და რედაქტორი. მათ შორის არიან დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, თამთა მელაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, მერაბ ფიფია, თამთა კვიჟინაძე, ანა ჭაბაშვილი და სხვ.

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0