სანქტ-პეტერბურგში რუსთაველისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

© http://www.kgainfo.spb.ru/news/1765.htmlშოთა რუსთაველის ბიუსტი
შოთა რუსთაველის ბიუსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მაყურებლის წინაშე საცეკვაო ანსამბლები „სიხარული“, „საქართველო“ და „ივერია“, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები „არაგვი“ და „სიხარული“ გამოვლენ.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, აცნობეს Sputnik-ს ორგანიზატორებმა.

ღონისძიება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ორგანიზაცია „სანქტ-პეტერბურგის ქართველთა ეროვნულ-კულტურული ავტონომია „ივერიის“ ინიციატივით 27 აპრილს გაიმართება. 

საკუთარ შემოქმედებას სცენაზე წარმოადგენენ საცეკვაო ანსამბლები „სიხარული“, „საქართველო“ და „ივერია“, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები „არაგვი“ და „სიხარული“.

შოთა რუსთაველი - Sputnik საქართველო
2016 წელს საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშნავს

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართული ენის მასწავლებელი დიანა კიკნაძე, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის მაგისტრანტი რამინ ჯინჭარაძე და სახელმწიფო ერმიტაჟის მეცნიერ–თანამშრომელი იაროსლავა ბილინკინა.

„ბოლოს ასეთი იუბილე სანქტ-პეტერბურგში 1966 წელს აღინიშნა“, — განაცხადა ორგანიზაცია „სანქტ-პეტერბურგის ქართველთა ეროვნულ-კულტურული ავტონომია „ივერიის“ ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ ოძელმა.

საღამო 18:00 საათზე დაიწყება (უნივერსიტეტის სანაპირო, 7-9).

დასწრება თავისუფალია (პასპორტის წარდგენა აუცილებელია).

ყველა ახალი ამბავი
0