თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ახალი ტალღა —2016“ საქართველოს 12 წლის შემსრულებელი ლიზი ჯაფარიძე წარადგენს, რომელიც Lizzi Pop-ის ფსევდონიმით უფრო ცნობილია.
„საბავშვო ახალი ტალღა —2016“ —ის ფინალი 2016 წლის 11-დან 16 აგვისტომდე საერთაშორისო ბავშვთა ცენტრ „არტეკში“ ჩატარდება, რომელიც ყირიმის სამხრეთ ნაპირზეა განლაგებული. კონკურსის ფინალისტები „მოსკოვის მუზიკ-ჰოლში“ 18 აპრილს შეარჩიეს.
ნახევარფინალის ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ რუსეთის სახალხო არტისტი, კომპოზიტორი, „ახალი ტალღის“ და „საბავშვო ახალი ტალღის“ კონკურსების ჟიურის თავჯდომარე იგორ კრუტოი, კონკურსების რეჟისორი ალექსნდრ რევზინი, კონკურსების მუსიკალური პროდიუსერი ანასტასია მუხინა, ასევე რუსეთის შოუ-ბიზნესის პოპულარული არტისტები.
ლიზა ჯაფარიძე 2003 წლის 19 სექტემბერს დაიბადა. სწავლობს ქართულ-ამერიკულ სკოლაში, ფლობს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებს. გატაცებულია სპორტით და კარატეს მეხუთე მწვანე ქამრის მფლობელია. 2011 წლიდან სტუდია „ბზიკებში“ ვოკალს ეუფლება.
ლიზა ჯაფარიძემ 2014 წელს მალტაში „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენდა, სადაც მე-11-ე ადგილი დაიკავა.
სომხეთს კონკურსზე მიხაილ გრიგორიანი წარადგენს, ბელორუსი: რუსლანა პანჩიშინა; ლატვია: ანასტასია იაჩმენკინა; უკრაინა: სოფია ბონდარენკო, მარია-დანიელა ტრახტენბერგი; რუსეთი: ნონა ეგანიანი, ალექსეი ზაბუგინი, მარია მიროვა, ჯგუფი "ტრიო". ამის გარდა, ფესტივალზე ყირგიზეთის, მალტის, რუმინეთის, ყაზახეთისა და კორეას წარმომადგენლები გამოვლენ.
„საბავშვო ახალ ტალღა“-პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსია. მოზრდილების „ახალი ტალღის“ ანალოგია იმ განსხვავებით, რომ შემსრულებლები 13 წლამდე ბავშვები არიან.