აზერბაიჯანი და ირანი „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნისთვის ხიდს აგებენ

© photo: Sputnik / İgor Ageyenko / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზის რელსები, საარქივო ფოტო
რკინიგზის რელსები, საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფანი ირანის, აზერბაიჯანის და რუსეთის რკინიგზებს დააკავშირებს.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ასტარაჩაის მდინარეზე სარკინიგზო ხიდის საფუძვლის ჩადების ცერემონია ირანის ქალაქ ასტარაში ჩატარდა, აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე, იუწყება РИА Новости სააგენტო „Тренд“-ზე დაყრდნობით.

ასტარაჩაის მდინარეზე სარკინიგზო ხიდი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც აზერბაიჯანის და ირანის რკინიგზებს დააკავშირებს და ასტარა(აზერბაიჯანი)-ასტარა(ირანის) მონაკვეთის ნაწილი გახდება, რომელიც „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია. აზერბაიჯანისა და ირანის სატრანსპორტო სამსასხურებს შორის შეთანხმების თანახმად, სასაზღვრო ხიდს ერთობლივად ააგებენ.

„რკინაბეტონის ხიდის სიგრძე 82,5 მეტრს შეადგენს, სიგანე — 10,6 მეტრს, მას ოთხი საყრდენი და სამი გადასარბენი ექნება, თითოეული 27,5 მეტრი. ხიდზე ორი სარკინიგზო კალაპოტი იქნება გაყვანილი. ხიდის მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსათვის იგეგმება“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: სანქციები რუსეთს ეკონომიკის დივერსიფიცირებაში დაეხმარება

ამჟამად პროექტის ფარგლებში ასევე რკინიგზის შემდეგი მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარეობს: ქაზვინ-რეშთი და ასტარა(ირანი)-ასტარა(აზერბაიჯანი).

ორ სეხნია დასახლებულ პუნქტს შორის მონაკვეთის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება, ქაზვინ-რეშთის — 2017 წელს. ერთდროულად რეშთ-ასტარას რკინიგზის მშენებლობა წარიმართება.

ქაზვინ-რეშთ-ასტარას რკინიგზა „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია. ინვესტიციები 400 მილიონ დოლარს შეადგენს. „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფანი ჩრდილოეთ ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დაკავშირებას შეძლებს. ის დამაკავშირებელი რგოლის როლს შეასრულებს ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის რკინიგზებს შორის. პირველ ეტაპზე „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის გავლით წელიწადში ექვსი მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება, შემდეგ კი 15-20 ტონა ტვირთის.

ყველა ახალი ამბავი
0