ლავროვი: სანქციები რუსეთს ეკონომიკის დივერსიფიცირებაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშილავროვი
ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების ფონზე საქმიანობის შესაძლებლობას დიდი ხნის ვადით ვარაუდობენ, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. რუსეთი მზადაა, დასავლეთის სანქციების პირობებში დიდი ხნის მანძილზე იცხოვროს, ეს მას ეკონომიკის დივერსიფიცირებაში დაეხმარება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ იმაზე თუ როგორ შეგვიძლია ამ ვითარების გამოყენება, რათა ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირება მოვახდინოთ. ჩვენი შეფასებით, მსგავს რეჟიმში მუშაობა დიდი ხნის მანძილზეა შესაძლებელი”, — განაცხადა ლავროვმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები უკრაინასთან დაკავშირებით გაუარესდა. აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის რიგი მოქალაქეების მიმართ სანქციები შემოიღეს. ყირიმსა და უკრაინასთან მიმართებით საკუთარი პოზიციების გამო მათ ევროკავშირში შესვლა ეკრძალებათ. გასულ წელს სანქციების სია ახალი ფიზიკური და იურიდიული პირებით არაერთხელ შეივსო. 2014 წლის ზაფხულში ამას სექტორალური ეკონომიკური სანქციებიც დაემატა.

 


ყველა ახალი ამბავი
0