ბათუმში გარემოს დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი გაიმართება

© photo: Sputnik / Бесик Пипияბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში 8-10 ივნისს გაიმართება კონფერენცია თემაზე „გარემო ევროპისთვის”. პირველი კონფერენცია 1991 წელს პრაღასთან ახლოს, დობრჟიშის ციხე-სიმაგრეში ჩატარდა.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. „მწვანე“ ეკონომიკა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის — ამ და სხვა საკითხებს განიხილავენ 8-10 ივნისს ბათუმში გარემოს დაცვის პრობლემებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში 56 ქვეყნიდან დაახლოებით 600 დელეგატი ჩამოვა, რომლებიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებზე მუშაობენ. დღეს თბილისში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გიგლა აგულაშვილისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის მონაწილეობით ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მინისტერიალი „გარემო ევროპისთვის“ (Environment for Europe) საქართველოში პირველად ჩატარდება.

სვანური  სოფლების  თავსამკაული  -  სვანური კოშკი - Sputnik საქართველო
ეკოლოგიური ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ 111-ე ადგილი დაიკავა

პროცესს „გარემო ევროპისთვის“ სათავე ყოფილი ჩეხოსლოვაკიის გარემოს დაცვის მინისტრმა იოზეფ ვავრუშეკმა დაუდო. პირველი კონფერენცია 1991 წლის 21-23 ივნისს პრაღასთან ახლოს, დობრჟიშის ციხე-სიმაგრეში გაიმართა.

2014 წლის ოქტომბერში ჟენევაში მიმდინარე რიგით მეშვიდე კონფერენციაზე მინისტრთა მერვე კონფერენციის ბათუმში ჩატარება გადაწყდა.

„გარემო ევროპისთვის" (Environment for Europe) არის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო პროცესი გარემოს დაცვის სამინიტროების, გარემოსდაცვითი რეგიონული ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით, რომლის ფარგლებშიც იმართება გარემოსდაცვითი მინისტერიალი და უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი საკითხების ძალისხმევის გაძლიერებას გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) წევრ 56 ქვეყანაში. „გარემო ევროპისთვის" პროცესის ძირითადი მიზნებია – ჰარმონიზაციაში მოიყვანოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა, გააუმჯობესოს ეკოლოგიური მდგომარეობა და ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას. კონფერენციებზე განისაზღვრება გარემოსდაცვითი პრიორიტეტები გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0