თსუ-ის სტუდენტებმა სპეცსამსახურების მხრიდან მუქარის შესახებ განაცხადეს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსტუდენტების პროტესტი
სტუდენტების პროტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სისტემის რეფორმირებასა და სასწავლებლის სპეცსამსახურებისგან „გაწმენდას“ მოითხოვენ.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წევრები ირწმუნებიან, რომ სპეცსამსახურები მათ ოჯახებზე ზეწოლას ახორციელებენ, რათა მათ პროტესტი შეწყვიტონ.

ვლადიმერ პაპავა სტუდენტებს შორის - Sputnik საქართველო
პაპავა ხელისუფლების წარმომადგენლებს საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ადანაშაულებს

შაბათს თსუ-ის სტუდენტებმა, ერთთვიანი შესვენების შემდეგ, განაახლეს საპროტესტო აქციები განათლების სისტემის რეფორმირების მოთხოვნით. ამის შემდეგ მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა. მოლაპარაკებების შედეგად სტუდენტებმა აქციის შეჩერება გადაწყვიტეს იმ პირობით, თუ დიალოგი ხელისუფლებასთან გაგრძელდება.

„ის პოლიციური რეჟიმი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩამოყალიბდა, კვლავ არსებობს. „აუდიტორია 115“ აქტიურ ბრძოლას იწყებს პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი საზოგადოებისთვის! ჩვენ არ გვეშინია!“, — აღნიშნულია „ფეისბუქის“ საშუალებით სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტუდენტები ირწმუნებიან, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მათი ოჯახების წევრებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, თუ ისინი სპეცსამსახურებთან ბრძოლას არ შეწყვეტენ.

„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებმა მთავრობას, პრეზიდენტს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდეს, სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადონ და დაიცვან ისინი.

მანამდე თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები სახელმწიფო სტრუქტურების მიერ იმართებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მასზე ზეწოლას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები ახდენდნენ.

მან თანამდებობა მარტის ბოლოს, სტუდენტების საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა. რექტორის მოვალეობის ახალ შემსრულებელს 20 აპრილს, ხოლო ახალ რექტორს მიმდინარე წლის აგვისტოში აირჩევენ.

თავდაპირველად სტუდენტური ორგანიზაცია „აუდიტორია 115“-ის (ამ აუდიტორიაში ატარებდნენ სტუდენტები შეხვედრებს) ძირითადი მოთხოვნა სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციების შემცირება იყო. შემდეგ თვითმმართველობამ რექტორის გადადგომა მოითხოვა. პაპავას წასვლის შემდეგ ორივე აქცია შეწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0