თბილისის №81-ე სკოლაში სირიელი და ერაყელი ლტოლვილი ბავშვები სწავლობენ

გამოწერა
სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილი მოსწავლეებისთვის საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამის წყალობით, მათ უკვე შეუძლიათ ქართულად წერა, კითხვა და საუბარი.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისი №81 სკოლაში სირიიდან და ერაყიდან საომარი მოქმედებების გამო ლტოლვილი 69 მოწაფე სწავლობს, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

ეს მოსწავლეები ჩართულნი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ქართულ ენაში მომზადების პროგრამაში“.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
ერაყის 300-ზე მეტმა მოქალაქემ საქართველოს თავშესაფარი სთხოვა

ამ პროგრამის ფარგლებში ლტოლვილი ბავშვები ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას შეისწავლიან და შესაბამის ცოდნას (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) მიიღებენ იმ დონეზე, რომ საქართველოს სკოლებში სწავლის გაგრძელება შეძლონ.

81-ე საჯარო სკოლაში თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე 69 ბენეფიციარია ჩარიცხული. ქართულს მათ კონკურსის შედეგად შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან და უკვე შეუძლიათ კიდეც ქართულად წერა, კითხვა და საუბარი.

„ყველაზე მთავარი ისაა, რომ მათ ძალიან შეუყვარდათ საქართველო, ჩვენ კი მათი სახით მეგობრები შევიძინეთ. იმის მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნდებიან თუ აქ დარჩებიან, მათ სულ ემახსოვრებათ საქართველოში გატარებული დღეები“, — განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.

ყველა ახალი ამბავი
0