თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ერაყის მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც საქართველოს ამა წლის თებერვალში თავშესაფარი სთხოვა, 320 ადამიანია. შესაბამის მონაცემებს საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს.
ამგვარად, ერაყი პირველ ადგილზე უცხო სახელმწიფოების მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, რომლებმაც საქართველოს მიმდინარე წლის თებერვალში თავშესაფარი სთხოვეს.
მეორე ადგილზეა ბანგლადეში (58), მესამეზე — ნიგერია (38). თავშესაფრის მთხოვნელ უკრაინელთა რაოდენობამ 29 ადამიანი შეადგინა.
სულ მიმდინარე წლის თებერვალში თავშესაფარი საქართველოში უცხოეთის სახელმწიფოების 661-მა მოქალაქემ მოითხოვა.