საქართველოში 12 კილო ოქროს ზოდების შემოტანას ცდილობდნენ

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიGold ingots
Gold ingots - Sputnik საქართველო
გამოწერა
490 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები მებაჟეებმა ავტომობილის სამალავში აღმოაჩინეს.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც ქვეყანაში 1,1 მილიონი ლარის ღირებულების 12 კილოგრამი ოქროს ზოდების უკანონო შემოტანას ცდილობდნენ.

დაკავება - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის მოქალაქემ საქართველოში ოქრო უკანონოდ შემოიტანა

ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ინციდენტი „წითელ ხიდზე“, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა.

დაკავებულებს ასევე ბრალად ედებათ საქართველოში 132 ათასი აშშ დოლარის უკანონოდ შემოტანის მცდელობა.

ოქროს ზოდები და დოლარები ავტომობილის სამალავში იყო მოთავსებული. ისინი ნივთიერი მტკიცებულებების სახით არის ამოღებული.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით“, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რაც 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0