თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის“ მებაჟეებმა აზერბაიჯანის მოქალაქის ხელბარგში 73,99 გრამი არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს.
ოქროს ნაკეთობების ღირებულება 10 ათას 700 ლარია, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა ოქროს ნაკეთობების ღირებულების შესაბამისი —10700,14 ლარის ოდენობით.