თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ის სპორტსმენები დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
საქართველოს ნაკრებს კონტინენტის პირველობაზე, რომელიც ყაზანში 21-24 აპრილს გაიმართება, წარადგენენ:
მამაკაცები:
ამირან პაპინაშვილი (-60 კგ)
ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ)
ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი (ორივე —73 კგ)
ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81 კგ)
ვარლამ ლიპარტელიანი (-90 კგ)
ბექა ღვინიაშვილი (-100 კგ)
ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ)
ქალები:
ოლგა ალადოშვილი (-48 კგ)
მარიამ ჯანაშვილი (-52კგ)
სალომე აბაშიძე (-57 კგ)
ესტერ სტამი (-70 კგ)
საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში მამაკაცთა შორის ოლიმპიური ლიცენზიები ყველა წონით კატეგორიაში მოიპოვა და ბრაზილიაში თამაშებზე სრული შემადგენლობით წარდგება.