ღვინიაშვილმა სამსუნის ძიუდოს გრან-პრი მოიგო

© photo: Sputnik / Levan Avlabreliბექა ღვინიაშვილი
ბექა ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მორიგი, მეშვიდე ლიცენზია მოიპოვა, ამჯერად 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. სამსუნის ძიუდოს გრან-პრის გამარჯვებული 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი გახდა. ფინალში მან ბრაზილიის წარმომადგენელს რაფაელ ბუკაზარინის სძლია, იუწყება IJF-ის ოფიციალური ვებგვერდი.

ძიუდო - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ძიუდოში თბილისის გრან-პრისთვის მზადაა

ამ წარმატების წყალობით ღვინიაშვილმა 300 სარეიტინგო ქულა მიიღო და საქართველოს ნაკრები, პრაქტიკულად, ძიუდოში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მეშვიდე ლიცენზიით უზრუნველყო.
თბილისის გრან-პრიზე ღვინიაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა.

თურქეთში გამართული ტურნირის დასკვნით დღეს კიდევ ერთი მედალი ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) მიიღო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა მძიმეწონოსანმა ყირგიზ სპორტსმენს იური კრაკოვეცკის სძლია.

ყველა ახალი ამბავი
0