ნიუ-იორკში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

© photo: Sputnikწიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიუ-იორკის პირველი ქართული ბიბლიოთეკის ფონდში ქართული გამომცემლობების, სხვადასხვა კომპანიებისა და კერძო პირების წიგნები შევიდა.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. პროექტის „საქართველოს სახელით“ ფარგლებში ნიუ-იორკში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა, იუწყება გამომცემლობა „მინიატურა“.

გამომცემლობის ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ქართველ ემიგრანტებსა და ყველა მსურველს აშშ-ში ქართული ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა გაუჩნდა.

გიორგი აბაშიშვილი - Sputnik საქართველო
სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტით აღჭურვის პროგრამა გრძელდება

ბიბლიოთეკა ბრუკლინში, ქართული კულტურის ცენტრში „მოცეკვავე წერო“ გაიხსნა, სადაც საქართველოდან მრავალი შემოქმედებითი ანსამბლი გამოდის.

პირველი ქართული ბიბლიოთეკის ფონდში თავისი წვლილი შეიტანეს ქართულმა გამომცემლობებმა, კომპანიებმა, ასევე კერძო პირებმა. ბიბლიოთეკის ერთი კუთხე უკვე დაიკავა ქართულენოვანმა საბავშვო ლიტერატურამ.

„როცა ვაკვირდები, რა ხდება ამერიკაში ქართველ ემიგრანტებთან, განსაკუთრებით ბავშვებთან დაკავშირებით, ვამჩნევ, რომ მათი უმრავლესობა ქართულად ლაპარაკობს, მაგრამ მათგან ქართულად არავინ წერს.და მით უმეტეს, ცოტა კითხულობს მშობლიურ ენაზე. ამიტომ, ვფიქრობ, ქართული ბიბლიოთეკის გახსნა აქ მცხოვრებ ქართველებს ძალზე დაეხმარება“, აღნიშნა ქართული კულტურის ცენტრის დირექტორმა ვიქტორ სირელსონმა ბიბლიოთეკის გახსნისას.

ყველა ახალი ამბავი
0