„მოსკოვის ვირტუოზები“ და ვლადიმირ სპივაკოვი თბილისში აპრილში გამოვლენ

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ სპივაკოვი
ვლადიმირ სპივაკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოსკოვის ვირტუოზები“, მაესტრო ვლადიმირ სპივაკოვის ხელმძღვანელობით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ცნობილი კლასიკოსების ნაწარმოებებს შეასრულებენ.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისში სახელმწიფო კამერული ორკესტრის „მოსკოვის ვირტუოზების“ კონცერტი ცნობილი რუსი დირიჟორის ვლადიმირ სპივაკოვის ხელმძღვანელობით 27 აპრილს გაიმართება.

რუსი მუსიკოსები ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე გამოვლენ. კონცერტის ორგანიზატორია კომპანია "Georgian National Opera", მხარდამჭერია თბილისის მერია.
„მოსკოვის ვირტუოზების“ საღამოზე აჟღერდება მოცარტის, ბოკერინის, ჰაიდნის, შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები, ასევე ასტორ პიაცოლას „წელიწადის დრონი ბუენოს-აირესში“. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.

Maroon 5 - Sputnik საქართველო
საქართველოში Maroon 5, ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ხოსე კარერასი იმღერებენ

ვლადიმირ სპივაკოვი 1944 წლის 12 სექტემბერს უფაში დაიბადა. თავისი პირველი პრემია მან 13 წლისამ ლენინგრადში გამართულ კონკურსზე „თეთრი ღამეები“ მიიღო, სოლისტი მევიოლინის რანგში მისი დებიუტი  ლენინგრადის კონსერვატორიაში შედგა. 1970 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტის სახით ის კონცერტებით მრავალ ქვეყანაში გამოდიოდა.

1975 წელს გაიმართა მისი დებიუტი აშშ-ში. აქედან დაიწყო მისი წარმატებული საერთაშორისო კარიერა.

სპივაკოვი არის იუნესკოს „კეთილი ნების ელჩი“ (1998), იუნესკოს „მსოფლიო არტისტის“ საპატიო წოდების (2006) მფლობელი. საფრანგეთის პ[რეზიდენტის ბრძანებულებით 2010 წლის 1 თებერვლიდან მუსიკოსი საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცრის რანგშია აყვანილი.

1979 წელს მან თანამოაზრე მუსიკოსების ჯგუფთან ერთად დააარსა კამერული ორკესტრი „მოსკოვის ვირტუოზები“ და მისი უცვლელი ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი და სოლისტი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0