მოსკოველი პოეტები საღამოს საქართველოს მიუძღვნიან

© photo: Sputnik / Levan Avlabreliაბანოთუბანი
აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში გამართულ საღამოზე რუსი პოეტები წაიკითხავენ საქართველოს, სიყვარულისა და საკუთარი გზის ძიებისადმი მიძღვნილ თავიანთ ნაწარმოებებს.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისში 23 აპრილს პოეტური საღამო „დაბრუნება საქართველოში“ გაიმართება, სადაც ცნობილი მოსკოველი პოეტები ოლგა სოროკინა და ალექსეი გუსევი მონაწილეობენ.

„პოეტები სხვადასხვა სკოლებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობენ, თუმცა მათ, რაოდენ საკვირველი არ უნდა იყოს, საქართველოს სიყვარული აერთიანებთ. ეს გახდა კიდეც მათი ერთობლივი პროგრამის „დაბრუნება საქართველოში“ იდეა“, აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებული.

საღამოს „დაბრუნება საქართველოში“ პროგრამაშია ავტორების საქართველოს, სიყვარულისა და საკუთარი გზის ძიებისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები.

ღონისძიება გაიმართება Wine Store & Barrels-ში მისამართზე — აღმაშენებლის 15. დასაწყისია — 20:00 საათზე.

ვლადიმირ სპივაკოვი - Sputnik საქართველო
„მოსკოვის ვირტუოზები“ და ვლადიმირ სპივაკოვი თბილისში აპრილში გამოვლენ

ალექსეი გუსევი პოეტი და ფილოსოფოსია. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ლექსების ციკლები „Фотостихи“ და „Физиологос“, რომანი-კატასტროფა „Исходящее“, არტ-რომანი „Стратегический выход. Коаны индустриального века“ და მრავალი მოთხრობა. გუსევი „ინტელექტუალური პანკის“ სტილისტიკით მუშაობს, მის თხზულებებში ერთმანეთს ერწყმის სარკაზმი და ღრმა ფილოსოფია. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პატარა ადამიანის შინაგან სამყაროში მოგზაურობას.

ოლგა სოროკინა ქალთა პოეზიის ახალი ტალღის წარმომადგენელია, ავტორია ლექსების ციკლის „Территория августа“, მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების რუსეთის ლიტერატურულ გამოცემებში. წერს სიყვარულზე, მარტოობაზე, რწმენაზე, შეცდომებზე, არჩევნის სირთულეზე.

ყველა ახალი ამბავი
0