ლონდონში „ქართული სუფრა“ გაიშალა

გამოწერა
ლონდონში ქართული ღვინის მწარმოებლებმა Real Wine Fair გამოფენის ფარგლებში დეგუსტაცია-სემინარი და ქართული სუფრა ჩაატარეს.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ქვევრის ღვინის წარმოებით დაკავებულმა შვიდმა ქართულმა კომპანიამ, ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენაში Real Wine Fair-2016 მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ლონდონში 17-18 აპრილს ჩატარდა, იუწყებიან საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

© ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინოები გამოფენაზე Real Wine Fair-2016
 ქართული ღვინოები გამოფენაზე Real Wine Fair-2016 - Sputnik საქართველო
ქართული ღვინოები გამოფენაზე Real Wine Fair-2016

ნატურალური ღვინის მწარმოებლებისათვის Real Wine Fair გამოფენა, რომელშიც ქართული კომპანიები  საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხელშეწყობით უკვე მეხუთაჯერ მონაწილეობენ, ევროპაში ერთერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. წელს გამოფენაში ნატურალური ღვინის მწარმოებელი 150-მდე კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში ორი ღონისძიება — ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი და “The Georgian Supra” გაიმართა, სადაც ღვინოსთან ერთად ქართული ფოლკლორული სიმღერების თანხლებით ქართული ეროვნული კერძები იყო წარმოდგენილი. ქართული ღვინის დეგუსტაციას 200-მდე დაინტერესებული პირი — იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

© ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული სუფრა გამოფენაზე Real Wine Fair-2016
 ქართული სუფრა გამოფენაზე Real Wine Fair-2016 - Sputnik საქართველო
ქართული სუფრა გამოფენაზე Real Wine Fair-2016

საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის, ასევე დამატებითი საექსპორტო ბაზრების მოძიების კუთხით არის მნიშვნელოვანი, აღნიშნეს სააგენტოში.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება

ქართული ღვინის პოპულარობა ყოველ წელს იზრდება — 2016 წლის დასაწყისიდან ღვინის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51%-ით გაიზარდა. სამ თვეში მსოფლიოს 26 ქვეყანაში 18,1 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული ღვინის 7,7 მილიონი ბოთლია (0,75 ლიტრი) ექსპორტირებული.

რუსეთი ისევ ძირითად საექსპორტო ბაზრად რჩება. მას უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ჩინეთი მოყვებიან. წლის დასაწყისიდან ღვინის ექსპორტი რუსეთში 124%,უკრაინაში 66%, პოლონეთში 26%,ლიტვაში 34%,ყირგიზეთში 70%,აშშ-ში 19%,გერმანიაში 89%,ჩინეთში  2%,ბელორუსში 297%-ით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0