ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას მხარი დაუჭირა

© сайт Георгия Квирикашвилиჟან-კლოდ იუნკერი და გიორგი კვირიკაშვილი
ჟან-კლოდ იუნკერი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა უკვე შეასრულა, ამიტომ ახალი პირობები წაყენებული არ იქნება, აღნიშნა იუნკერმა.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე სტრასბურგში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს უპირობოდ დაუჭირა მხარი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
მედია: ევროკავშირს სურს დაიტოვოს უფლება, კვლავ აღადგინოს სავიზო რეჟიმი

საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ახალი პირობები არ ექნება, რამდენადაც მთავრობამ, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა სრულად განახორციელა, აღნიშნა იუნკერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უახლოეს თვეებში წარმატებით დასრულდება.

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვას ევროპარლამენტში 20 აპრილს დაიწყება. თუ კანონპროექტს მოიწონებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის პერიოდში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ.

დამტკიცების შემდეგ ახალი რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს ამოქმედდება.

სტრასბურგში საქართველოს პრემიერი სიტყვით გამოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე და რიგ შეხვედრებს გამართავს — ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პედრო არგამუნტთან და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან.


ყველა ახალი ამბავი
0