ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოშიმშილე პროფესორების მხარდამჭერი აქცია გამართეს

© Sputnik, Levan Avlabreliსაპროტესტო აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტში
საპროტესტო აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ, რითიც მოშიმშილე პროფესორების მხარდაჭერას გამოხატავენ.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორ არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

ორმოცდაათამდე სტუდენტმა ასე გამოხატა უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორებისადმი მხარდაჭერა, რომლებიც, გარდა რექტორის გადადგომისა, აკადემიური საბჭოს გაუქმებას, კანცლერის — უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ქეთევან ქოქრაშვილის გადაყენებას და აგრეთვე განათლების სისტემის რეფორმირებას მოითხოვენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთი პროფესორი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს.

„ჩვენ მოვითხოვთ რექტორის გადადგომას, რომელიც უკვე მესამე ვადით დაინიშნა. ეს უსამართლობის შეგრძნებას ბადებს. სტუდენტები დროს ვაძლევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და ჩატარებისთვის. თუ ეს არ მოხდება, რადიკალურ ზომებს მივმართავთ“, — უთხრა Sputnik–ს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი ჯაფიაშვილმა.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც. სტუდენტური ორგანიზაცია „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა ლევან ლორთქიფანიძემ განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესა და პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა, დაინტერესდნენ უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე პროცესებით.

შიშილობა ტექნიკურ უნივერსიტეტში - Sputnik საქართველო
უნივერსიტეტის რექტორის მიერ შეურაცხყოფილმა პროფესორმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ადამიანების მოთხოვნებს. რა ხდება ამ უნივერსიტეტის შიგნით — არ ვიცი, მაგრამ ვიცი ერთი რამ, რომ ეს უნივერსიტეტიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ადამიანი, რომელიც ამაზე პასუხს აგებს, თანამდებობას სხვადასხვა იურიდიული მაქინაციებით ინარჩუნებს. განათლების სისტემა მძიმე მდგომარეობაშია და ტექნიკური უნივერსიტეტი ამის მკაფიო დასტურია“, — უთხრა ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს.

სტუდენტური აქციის დაწყებამდე ერთ–ერთმა ლექტორმა ზაზა მიქაძემ მშრალ შიმშილობაზე გადასვლა გამოაცხადა. შუადღისთვის მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიქაძეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ექიმების თხოვნის მიუხედავად, მან შიმშილობა არ შეწყვიტა.

© Sputnik, Levan Avlabreliტექნიკური უნივერისტეტის ლექტორებისა და სტუდენტების საპროტესტო აქცია
ტექნიკური უნივერისტეტის ლექტორებისა და სტუდენტების საპროტესტო აქცია  - Sputnik საქართველო
ტექნიკური უნივერისტეტის ლექტორებისა და სტუდენტების საპროტესტო აქცია

გაფიცულ პროფესორებს დღეს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც ესტუმრა.

„ექიმები ამბობენ, რომ მიქაძის მდგომარეობა ერთ–ორ დღეში კიდევ მეტად დამძიმდება. ჩვენ ასევე გვაღელვებს მარიკა სორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ასევე უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზე, მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა“, — უთხრა Sputnik–ს აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ ნოდარ უგრელიძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა არჩილ ფრანგიშვილის რექტორად მესამედ დანიშვნის წინააღმდეგ განათლების სამინისტროში განცხადება შეიტანეს. უწყებამ საკითხი განიხილა და პროფესორების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ფრანგიშვილის რექტორად არჩევა ლეგიტიმურად იქნა ცნობილი. ამის შემდეგ პროფესორებმა იგივე მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში შეიტანეს და შიმშილობა დაიწყეს.

ფრანგიშვილმა, თავის მხრივ, პროფესორები უმაღლეს სასწავლებელში ვითარების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი სინამდვილეში არ შიმშილობენ.

ყველა ახალი ამბავი
0