Sputnik-ის მკითხველები სიკვდილის შემდეგ თავისი ორგანოების გაჩუქებისათვის მზად არიან

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშიღვიძლის გადანერგვა
ღვიძლის გადანერგვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხულთა 20%-ზე ნაკლები დონორობის მიზნით თავისი ორგანოების გამოყენებას არ ეთანხმებიან.

თბილისი, 18 აპრილი —Sputnik. Sputnik-ის გამოკითხულ მკითხველთა 59,6%  სიკვდილის შემდეგ სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად თავისი ორგანოების   ტრანსპლანტაციაზე თანახმანი არიან.

მკითხველებმა „მზად ხართ თქვენი ორგანოების გადანერგვის ნებართვა მისცეთ?“ სახელწოდებით გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა.

ნინო შანშიაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველმა გოგონამ სიკვდილის შემდეგ თავისი ორგანოების გამოყენებაზე თანხმობა განაცხადა

საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის ასოციაციის საინფორმაციო ბანკში სულ 200 ადამიანია დარეგისტრირებული, რომელთაც სიკვდილის შემდეგ სურთ გახდნენ დონორები. ხალხის პასიურობის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები მოსახლეობის არაინფორმირებულობას ასახელებენ.

ამ დროს, გამოკითხულთა 19,2% პასუხობს, რომ სიკვდილის შემდეგ ტრანსპლანტაციის მიზნით თავისი ორგანოების გამოყენებაზე არავითარ შემთხვევაში არ დათანხმებიან. ხოლო 21,2%-მა უპასუხა, რომ ამაზე არასდროს არ უფიქრია.

ყველა ახალი ამბავი
0