ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 272-ს მიაღწია

© Flickr / goloეკვადორის დედაქალაქი კიტო
ეკვადორის დედაქალაქი კიტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრძელდება სამაშველო ოპერაცია ქალაქ მანტაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა მიწისძვრისგან. ბიძგების შედეგად აქ დაინგრა მრავალსართულიანი სასტუმროები, რესტორნები და საცხოვრებელი სახლები.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 272-ს მიაღწია და კვლავ იზრდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „რეიტერზე“ დაყრდნობით. 

„ეს რიცხვი გაიზრდება და, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად“, — ციტირებს სააგენტო ქვეყნის პრეზიდენტს რაფაელ კორეას. 

მანამდე იყო ცნობა 262 დაღუპულისა და 2527 დაჭრილის შესახებ. 

ეკვადორი - Sputnik საქართველო
ეკვადორში დაღუპულთა რაოდენობა 233 ადამიანამდე გაიზარდა

ეკვადორის პრეზიდენტი ქალაქ მანტაში ჩავიდა, რომელიც მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. ამჟამად იქ სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 

7,8-ბალიანი მიწისქვეშა ბიძგები ეკვადორში შაბათს, დილით დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლება მუისნედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 28 კილომეტრში დაფიქსირდა. მისი კერა 20,2 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მიწისძვრის შედეგად დაინგრა მრავალსართულიანი სასტუმროები, რესტორნები და საცხოვრებელი სახლები. 


ყველა ახალი ამბავი
0