ეკვადორში დაღუპულთა რაოდენობა 233 ადამიანამდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Eduard Pesov / გადასვლა მედიაბანკშიეკვადორი
ეკვადორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორეა ერთ–ერთ ყველაზე მეტად დანგრეულ ქალაქ მანტაში ჩავიდა. ქვეყნის ხელისუფლებამ დახმარებისთვის უცხოელ სპეციალისტებს მიმართეს.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 233 ადამიანამდე გაიზარდა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ.

„დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა 233 ადამიანამდე გაიზარდა. ტარკი–დე–მანტა ძალიან დაზარალდა, შენობები დანგრეულია, ვიცე–პრეზიდენტი პორტოვიეხოში მიემგზავრება“, — დაწერა პრეზიდემტმა კორეამ „ტვიტერის“ მიკრობლოგში.

კორეას თქმით, თავად ის მანტაში მიფრინავს. „პრიორიტეტი უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენაა“, — წერს პრეზიდენტი.

კორეა აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ყველა ზომა მიღებულია და ასევე მზად არის თავშესაფრები.

„მთელი ქვეყანა მობილიზებულია. მადლობა გარესამყაროს სოლიდარობისთვის“, — აღნიშნა ეკვადორის ლიდერმა.

ყველა ახალი ამბავი
0