ქართული დელეგაცია სოჭში BSEC–ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაემგზავრება

© photo: Sputnik / Михаил Мокрушин / გადასვლა მედიაბანკშისოჭი
სოჭი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს წარმომადგენლები შავიზღვისპირეთის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ყველა ფორმალურ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს ოფიციალური დელეგაცია შავიზღვისპირეთის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაემგზავრება, რომელიც სოჭში 1 ივლისს გაიმართება, განუცხადეს РИА Новости–ს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სულთან აჰმედის მეჩეთი სტამბოლში - Sputnik საქართველო
რუსეთი BSEC-ის თავმჯდომარე გახდა

„საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ყველა ფორმალურ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას“, — განაცხადეს საგარეო უწყებაში, თუმცა როგორი იქნება დელეგაციის შემადგენლობა, არ დაუდასტურებიათ.

BSEC 1999 წელს შეიქმნა. მის შემადგენლობაში 12 სახელმწიფო შედის: აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა.

ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედებს BSEC–ის საპარლამენტო ასამბლეა, შავიზღვისპირეთის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი, შავიზღვისპირეთის კვლევების საერთაშორისო ცენტრი და საქმიანი საბჭო.

ყველა ახალი ამბავი
0