რუსეთი BSEC-ის თავმჯდომარე გახდა

© AP Photo / Emrah Gurelსულთან აჰმედის მეჩეთი სტამბოლში
სულთან აჰმედის მეჩეთი სტამბოლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის პირველ ნახევარში რუსეთი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე იქნება.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის  ორგანიზაციის (BSEC) სხდომა გაიმართა, რომელზეც შემდეგი ნახევარი წლისათვის,  ორგანიზაციის თავმჯდომარეობა რუსეთის ფედერაციაზე გადავიდა. 

რუსეთს აღნიშნულ ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ევგენი სტანისლავოვი წარმოადგენდა. 

BSEC-ი 12 სახელმწიფოს და სამხრეთ ბალკანეთს აერთიანებს. ორგანიზაცია 1999 წელს შეიქმნა. რუსეთი ორგანიზაციის თავმჯდომარე 2016 წლის პირველ ნახევარში იქნება. 

სტანისლავოვის თქმით, თავისი თავმჯდომარეობის მთავარ ამოცანად, რუსული მხარე ამ სტრუქტურაში ურთიერთქმედების მაქსიმალურ დეპოლიტიზაციას მიიჩნევს. „მთავარი ამოცანაა — რეგიონში დღეს არსებულ არც ისე მარტივ სიტუაციაში შევეცადოთ BSEC-ის ფარგლებში პოზიტიური დღის წესრიგის ფორმირებას, მისი ეკონომიკური მიმართულების ხაზგასმით, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებით და ამ ორგანიზაციაში თანამშრომლობის მაქსიმალური დეპოლიტიზირებით“, —თქვა მან ბრიფინგზე სხდომის დასრულების შემდეგ. 

Sputnik-ის შეკითხვის პასუხად, სტანისლავოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ განაგრძობს ყირიმის თემის პოლიტიზირებას BSEC-ის ფარგლებში, და მსგავს მიდგომას არაპერსპექტიული უწოდა. 

„ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ეს სუბიექტები კვლავ შავი ზღვის რეგიონის ნაწილად რჩებიან, ამიტომ BSEC-ის ფარგლებში თანამშრომლობამ, რუსეთის ეს რეგიონებიც უნდა მოიცვას, როგორც მაგალითად კრასნოდარის მხარე და როსტოვის ოლქი. თუმცა ამ საკითხში ჩვენ ვეჯახებით ჩვენი უკრაინელი კოლეგების ძალიან პოლიტიზირებულ და ემოციურ პოზიციას, რომლებიც ორგანიზაციის ყველა ღონისძიებაზე აკეთებენ განცხადებებს იმ რეალიების არაღიარებაზე, რომლებიც ეხლა შავი ზღვის რეგიონში არსებობს და აქტიურად მოუწოდებენ BSEC-ის სხვა ქვეყნებს მხარი დაუჭირონ ამ უპერსპექტივო პოზიციას“, — განაცხადა რუსმა დიპლომატმა. 

შეეხო რა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების თემას, ევგენი სტანისლავოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი BSEC-ს თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების განხილვის ასპარეზად არ მიიჩნევს. 

„ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში, არ ვაპირებთ რაიმენაირად გამოვიყენოთ ეს ასპარეზი თურქეთთან რაიმე ორმხრივი ურთიერთობების განხილვისათვის და იმედი გვაქვს, რომ თურქული მხარეც ასევე მოეკიდება ამ ორგანიზაციაში მუშაობის საკითხს“, — აღნიშნა მან.

სტანისლავოვის თქმით, BSEC-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა სოჭში, 1 ივლისს გაიმართება. „რუსეთის თავმჯდომარეობის მსხვილი ფინალური ღონისძიება, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა იქნება, რომელიც 1 ივლისს სოჭში გაიმართება“, — აღნიშნა მან. 


ყველა ახალი ამბავი
0