თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. შტანგისტმა ანასტასია გოტფრიდმა საქართველოდან (+75 კგ), ბრაზილიის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა, იუწყება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდი.
ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს წარმომადგენელმა მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა ორჭიდში თითო ოქროსა და ვერცხლის მედალი, ამასთან ერთად კი — ერთი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი გახდა ლაშა ტალახაძე, ვიცე-ჩემპიონი კი — ანასტასია გოტფრიდი.
20 წლის ანასტასია პირველი ქალი–შტანგისტია საქართველოს ისტორიაში, რომელმაც კონტინენტურ პირველობაში მედალი აიღო და ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა.
ამრიგად, საქართველოს ბრაზილიაში ოთხი შტანგისტი წარმოადგენს — სამი მამაკაცი და ერთიც ქალი.
ამ დროისათვის სულ 27 სპორტსმენს აქვს საქართველოდან ოლიმპიადის ლიცენზია მოპოვებული.