თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქართველმა შტანგისტმა ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე მძლეოსნობაში, რომელიც ნორვეგიაში მიმდინარეობდა, პირველი ადგილი დაიკავა 105 კგ–ზე ზემოთ წონით კატეგორიაში, იუწყება Р-Спорт.
ტალახაძემ ორი ვარჯიშით 463 კგ შედეგი აჩვენა — 212 + 251.
მეორე ადგილზე სომეხი გორ მინასიანი გავიდა 442 კგ შედეგით (205 + 237), მესამეზე კი ესტონელი მარტ სეიმი — 424 კგ შედეგით (185 + 239).
ევროპის ჩემპიონატი შაბათს, 16 აპრილს დასრულდა.