სოხუმში ადგილობრივი დეპუტატის ავტომანქანა აფეთქდა

გამოწერა
აფეთქების შედეგად დაზიანდა გვერდით მდგომი ორი ავტომანქანა და წინასწარი მონაცემებით დაიჭრა ერთი ქალბატონი.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. სოხუმში, ბაგაფშის მოედანზე, შაბათს ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატის ალმას ჯაპუას ავტომანქანა აფეთქდა, იტყობინება აფხაზური მედია. 

ავტომანქანის მფლობელი არ დაზარალებულა. წინასწარი მონაცემებით დაიჭრა შემთხვევითი გამვლელი ქალბატონი. აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ორი გვერდით მდგარი ავტომანქანა. 

აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. მიმდინარეობს ოპერატიულ — სამძებრო ღონისძიებები.

 


ყველა ახალი ამბავი
0