ქართული „გირჩი“ პარტიად იქცა

© Photo: courtesy of Girchiახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი"
ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი პარტიის დამფუძნებელი დეპუტატები, მიხეილ სააკაშვილის გუნდს 2015 წელს გამოეყვნენ. იმ დროს ექს-პრეზიდენტი უკვე უკრაინაში იყო.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. მარიხუანის ლეგალიზაციის ინიციატორმა პარლამენტის დეპუტატებმა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — „გირჩი“ შექმნეს და შაბათს ახალი ორგანიზაციის პირველი ყრილობა გაიმათა. 

პარტიის ძირითადი ბირთვი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის — მიხელი სააკაშვილის  ყოფილი თანამებრძოლებისაგან შედგება. ისინი მის ძირითად გუნდს 2015 წლის მაისში გამოეყვნენ და ნახევარი წლის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „გირჩი“ დაარსეს. არასამთავრობო ორგანიზაციამ იმით გაითქვა სახელი, რომ მისმა დამაარსებელმა დეპუტატებმა მარიხუანას ლეგალიზაციის ინიციატივა წამოაყენეს, თუმცა პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა. 

„ჩვენ ახალი მიდგომა გვაქვს პრობლემებისადმი, ძლიერი ეკონომიკური გუნდი და ზუსტად გათვლილი პროგრამა და ნაბიჯები“, — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

© "გირჩის" ვებ-გვერდიახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი"
ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი  - Sputnik საქართველო
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი"

„გირჩი“-ს მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება იქნება, ნათქვამია პარტიის პროგრამაში. „გირჩი“ ხშირად აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო და მას თავის სამოქმედო გეგმას სთავაზობს. 

„ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2015 წლის 25 მაისს ოთხმა დეპუტატმა — ზურაბ ჯაფარიძემ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ — პავლე კუბლაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ — გიორგი მელაძემ და გარემოს დაცვის ექს-მინისტრმა გოგა ხაჩიძემ დატოვეს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0