მაისში საქართველოში სლოვაკეთის პრეზიდენტი ჩამოვა

© AFP 2024 / MICHAL CIZEKსლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა
სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანდრეი კისკას საქართველოში ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის სლოვაკეთში ვიზიტის მსვლელობისას.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა (Andrej Kiska) მაისში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ შეტყობინებაში. 

ვისთან გამართავს შეხვედრებს სლოვაკიის პრეზიდენტი საქართველოში ჯერ-ჯერობით უცნობია. 

მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის სლოვაკეთში ვიზიტის მსვლელობისას, სადაც იგი უსაფრთხოების მეათე გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა (GLOBSEC).

ფორუმზე მაღალი რანგის  პოლიტიკოსები და ექსპერტები არიან შეკრებილნი ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის  ქვეყნებიდან. ისინი განიხილავენ ვარშავაში დაგეგმილი ალიანსის სამიტის საკითხებს, აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნების საკითხს მისი მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის კონტექსტში და დასავლეთის როლს ახლო აღმოსავლეთში. 

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ქვეყნებმა ხუთი ხელშეკრულება და მთელი რიგი უწყებათაშორისი შეთანხმებები გააფორმეს, რომლის თანახმადაც მოიხსნა გადასახადები შემოსავლებსა და კაპიტალზე. 

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დამყარდა. 

საქართველოში სლოვაკეთის საელჩო 2014 წელს გაიხსნა, ხოლო საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0