„Sputnik საქართველომ“ პოეტური პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ დაიწყო

© photo: SputnikSputnik
Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და კულტურათშორისი დიალოგისთვის ხიდების გადებაა.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა პოეტური პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ხელოვნების ქართველი ოსტატები და საზოგადო მოღვაწეები გამოჩენილი ქართველი პოეტების ლექსებს წაიკითხავენ. „Sputnik საქართველოს“ ესტაფეტა „Sputnik სომხეთის“ კოლეგებისგან გადაეცა. საქართველოში აღნიშნული პროექტი რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ და მისმა მოადგილემ ტატო ლასხიშვილმა დაიწყეს, რომლებმაც ცნობილი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის ლექსი „საქართველოში“ შეარჩიეს.

პროექტი „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთსხვადასხვა კულტურებს აერთიანებს დიდებული პოეზიის საშუალებით და კულტურათშორისი დიალოგისთვის ერთგვარ ხიდს წარმოადგენს. ლექსი საქართველოშიმარადიულ ღირებულებებს ეხება — სიცოცხლეს, სილამაზეს, სამშობლოსადმი სიყვარულსა და ბავშვობას იმ ხანას, რომლის გახსენებაც ნებისმიერ ადამიანში სითბოსა და სიყვარულს აღძრავს“, – ამბობს ოქსანა ვოინცევა. – „ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია დედამიწაზე, მასში ჩადებულია ხალხის სული და ისტორია. საქართველოში ნაციონალურ ენაზე პოეზიის კითხვით ჩვენ თავად ამ ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებს გადმოვცემთ.

პროექტის „Sputnik. ჩვენ ვკითხულობთ“ ფარგლებში პოეტური ესტაფეტის მიზანი მრავალპოლარულ და მრავალფეროვან სამყაროში პოეზიის საშუალებით ადამიანების დაახლოება და მათში ისეთი ემოციების გაღვივებაა, როგორიცაა სიყვარული, სიცოცხლე, ბუნების სილამაზე. პროექტი 2015 წლის მარტში „Sputnik ყირგიზეთმა“ დაიწყო. ყირგიზელი კოლეგების ინიციატივას ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ის მრავალ ქვეყანაში Sputnik-ის მოქმედმა რედაქციებმა დაუჭირეს მხარი.

Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0