საქართველომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

© United World Wrestlingზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერბეთში ტურნირზე საქართველოს სახელით კლასიკურ ჭიდაობაში სამი მოჭიდავე გამოვიდა, მაგრამ გამარჯვების და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება მხოლოდ ერთმა შეძლო. აქამდე ოლომპიურ ლიცენზიებს მხოლოდ თავისუფალი ჭიდაობის მოჭიდავეები ფლობდნენ.

თბილისი, 15 აპრილი- Sputnik. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაული სტილის პირველი ქართველი მოჭიდავე გახდა, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვა.

ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, როცა ბოლქვაძემ თავის წონით კატეგორიაში საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირში გაიმარჯვა, რომელმაც სტარტი სერბეთის ქალაქ ზრენიანში აიღო. ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველმა მოჭიდავემ უნგრეთიდან ტამაშ ლერინცს მოუგო, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ჭიდაობა - Sputnik საქართველო
ექიმი: მოჭიდავეები უარყოფენ აკრძალული პრეპარატების მიღებას

ბოლქვაძის გარდა, შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე კიდევ ორი ქართველი მოჭიდავე გამოვიდა. თუმცა, ვერცერთმა მათგანმა ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლო. რევაზ ლაშხმა (-59 კგ) (ბერძნულ-რომაული სტილი) მეოთხედფინალში ნორვეგიელ სტიგ-ანდრე ბერგესტან წააგო, ზურაბ იაკობაშვილმა კი(თავისუფალი სტილი) (-65 კგ) მესამე ადგილისათვის ორთაბრძოლაში ბერძენ ნიკო არუზმანიდისთან წააგო.

ამჟამად საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს  თავისუფალ სტილში ოთხი, ხოლო  ბერნულ-რომაულ სტილში ერთი ოლიმპიური ლიცენზია გააჩნია. შეჯიბრებები სერბეთში 17 აპრილამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0