ექიმი: მოჭიდავეები უარყოფენ აკრძალული პრეპარატების მიღებას

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიჭიდაობა
ჭიდაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველადი ტესტების ჩატარების შედეგად, აკრძალული პრეპარატი მილდრონატი აღმოჩნდა ექვსი ქართველი მოჭიდავის სისხლში. არც ერთ მათგანს არ აქვს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყველა სპორტსმენი უარყოფს აკრძალული პრეპარატების მიღებას,  განაცხადა ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

საქართველოს ნაკრების 6 მოჭიდავე, რომელთა სახელები არ ხმაურდება, ეჭვმიტანილი არიან აკრძალული პრეპარატის მილდრონატის მიღებაში.  შ ედეგი პირველმა დოპინგ ტესტებმა აჩვენა, რომელიც მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ჩაატარა. 

„თუკი სპორტსმენები მასიურად იღებდნენ ერთი და იმავე პრეპარატს, მაშინ ჩვენ ბევრი კითხვა გვექნება. მაგრამ საერთოდ ეს პრეპარატი (მილდრონატი) არც ისე სერიოზულია. მისი გამოყენებისატვის გათვალისწინებულია დისკვალიფიკაცია მაქსიმუმ 1 წლით“, — განაცხადა კახაბრიშვილმა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების ექვსი მოჭიდავე დოპინგის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი
 

ჩატარებული ტესტების შედეგები პირველადია და სანამ არ იქნება მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ოფიციალური შეტყობინება, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო არ გააკეთებს არანაირ ოფიციალურ განცხადებას. 

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში დაადასტურეს, რომ ექვსივე მოჭიდავე ეროვნულ გუნდში შედის, მაგრამ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტები არ არიან.


ყველა ახალი ამბავი
0