ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უვიზოდ 26 ქვეყანაში ყოფნის დროს საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გარკვეული ვადები მოქმედებს.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს 26 ქვეყანაში ჩასასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.

ქართული პასპორტის მფლობელებს ამ ქვეყნებში ჩასვლა უვიზოდ, სახელმწიფოებს შორის ორმხრივი შეთანხმებების ან უცხოური სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის წყალობით შეუძლიათ.

საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო
რუსეთის ვიზების მიღების მსურველთა რაოდენობა საქართველოში თითქმის სამჯერ გაიზარდა

ქვემოთ მოცემულია ქვეყნების ჩამონათვალი და ამ ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის მაქსიმალური ვადა. უფრო დიდი ხნით ჩასასვლელად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა (სამუშაო, სტუდენტური და ა.შ.) მაინც დასჭირდებათ.

აზერბაიჯანი — 90 დღე
არგენტინა — 90 დღე
სომხეთი — 6 თვე
ბელარუსი — 90 დღე 180-დან
ბრაზილია — 90 დღე 180-დან
ბარბადოსი — 28 დღე

ბაჰამა — 90 დღე
დომინიკის თანამეგობრობა — 21 დღე
ეგვიპტე — 15 დღე
თურქეთი — 90 დღე
ისრაელი — 90 დღე 6 თვის განმავლობაში
ირანი — 45 დღე
კოლუმბია — 30 დღე
მოლდოვა — 90 დღე
პანამა — ვადას შესვლისას განსაზღვრავენ
ტაჯიკეთი — განუსაზღვრელი ვადით
ტუნისი — 30 დღე
უზბეკეთი — განუსაზღვრელი ვადით
უკრაინა — 90 დღე 180-დან
ურუგვაი — 90 დღე
ყირგიზეთი — 3 თვე
ყაზახეთი — 90 დღე
ჩილე — 90 დღე 180-დან
სენტ-ლუჩია — ვადას შესვლისას განსაზღვრავენ
ეკვადორი — 90 დღე

ყველა ახალი ამბავი
0