თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. კენჭისყრის თანახმად, რომელიც უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში პარასკევს გაიმართა, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ შეხვდება, იუწყება უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
მადრიდის „ატლეტიკო“ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბავარიას“ უმასპინძლებს.
ნახევარფინალის პირველი თამაშები 26 და 27 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი 3 და 4 მაისს. ფინალი 28 მაისს მილანის „სან-სიროს“ სტადიონზე გაიმართება.
ფინალის ნომინალური მასპინძელი „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალს“ შორის გამარჯვებული გახდება.
უეფას ევროპის ლიგაში დონეცკის „შახტიორი“ თასის მოქმედ მფლობელს „სევილიას“ შეხვდება, ხოლო „ვილიარეალი“ – „ლივერპულს“.
პირველი ნახევარფინალები 28 აპრილს გაიმართება, საპასუხო — 5 მაისს. ფინალი 18 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართება.