„ტოტალურ კარნახს“ თბილისში პუშკინის მედლის ლაურეატი წაიკითხავს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიდიქტანტი
დიქტანტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში „ტოტალური კარნახის“ ფარგლებში პირველად ტარდება ტესტირება რუსულში, როგორც უცხოურ ენაში.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. დასახელდა „ტოტალური კარნახი 2016“-ის ტექსტის წამკითხველი — ის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ქართული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პუშკინის მედლის ლაურეატი ნატალია ბასილაია იქნება. 

აქცია ტოტალური კარნახი - Sputnik საქართველო
საქართველოში „ტოტალური კარნახი“ ჩატარდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 200-ზე მეტი სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომის ავტორი ბასილაია საკარნახო ტექსტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში წაიკითხავს (თბილისი, კოსტავას 77, აუდიტორია 713 ბ).

„ტოტალური კარნახის“ ფარგლებში საქართველოში პირველად ჩატარდება ტესტირება რუსულში, როგორც უცხო ენაში. მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. ტესტის გავლა 702 ბ აუდიტორიაშია შესაძლებელია.

„ასაკობრივი შეზღუდვა არ არის. მონაწილეობა უფასოა და პიროვნების სურვილზეა დამოკიდებული. ყველა, ვინც ტესტირებას გაივლის და კარნახს დაწერს, ინდივიდუალურ სერტიფიკატს მიიღებს“, — აღნიშნულია „ტოტალური კარნახის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

გარდა ამისა, აქციის ფარგლებში განსაკუთრებით გამორჩეულ მონაწილეებს ინდივიდუალური სერტიფიკატები გადაეცემათ.

„ტოტალური კარნახი“ თბილისში 16 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაცია არ ხდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სერვისების საშუალებით. ვებ-გვერდ „ტოტალური კარნახის“ თითოეულ მომხმარებელს მხოლოდ ერთი მონაწილის დარეგისტრირება შეუძლია. ამიტომ სხვა ადამიანის რეგისტრირებისთვის (ბავშვის, მეგობრის, ბებიის) მომხმარებლის ცალკე აკაუნტი უნდა შეიქმნას.

რეგისტრაცია პარასკევს, 15 აპრილს, საღამოს დასრულდება. ამ დროისთვის კარნახზე 75 და ტესტირებაზე 72 თავისუფალი ადგილია დარჩენილი.

„ტოტალური კარნახი“ ყოველწლიური საგანმანათლებლო აქციაა, რომლის მიზანიცაა თითოეული ადამიანისთვის რუსული ენის ცოდნის შემოწმების საშუალების მიცემა და ცოდნის უნარის ამაღლებისადმი ინტერესის გაღვიძება. ნებაყოფლობითი კარნახის იდეა ყველა მსურველისთვის 2000-იანი წლების დასაწყისში ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაჩნდა. „ტოტალური კარნახის“ ძირითადი პრინციპებია — უფასო, ნებაყოფლობითი და ანონიმური (სურვილის შემთხვევაში) მონაწილეობა, შემოწმებისა და ტექსტის დაწერის შეფასებისადმი პროფესიული დამოკიდებულება, ორგანიზატორებისა და ექსპერტთა კომისიის უანგარო მუშაობა.

საქართველო „ტოტალური კარნახის“ მსოფლიო აქციას 2014 წელს შეუერთდა.

ყველა ახალი ამბავი
0