საქართველოში „ტოტალური კარნახი“ ჩატარდება

© photo: Sputnik / Евгения Новоженина / გადასვლა მედიაბანკშიაქცია "ტოტალური კარნახი"
აქცია ტოტალური კარნახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარნახი არა მარტო განათლების დონის გამოვლენის, არამედ გამოცდის ჩაბარების საშუალებასაც იძლევა.

 თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოში ყველა მსურველს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღოს რუსული ენის კონკურსში „ტოტალური კარნახი“, რომელიც 16 აპრილს, 16:00 საათზე ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდება.

ამჯერად შესაძლებელია არა მხოლოდ საკუთარი განათლების დონის შემოწმება, არამედ რუსული ენის, როგორც უცხო ენის ფლობის დონის მხრივ გამოცდის ჩაბარებაც. რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე totaldict.ru/tbilisi/.

რეგისტრაცია არ ხდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სერვისების საშუალებით.

ვებ-გვერდ „ტოტალური კარნახის“ თითოეულ მომხმარებელს მხოლოდ ერთი მონაწილის დარეგისტრირება შეუძლია. ამიტომ სხვა ადამიანის რეგისტრირებისთვის (ბავშვის, მეგობრის, ბებიის) მომხმარებლის ცალკე აკაუნტი უნდა შეიქმნას.

ყველა ახალი ამბავი
0