თბილისის აეროპორტში მზის პანელებს ამონტაჟებენ

© photo: TAV Georgia / FBთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენერგიის მისაღებად მზის პანელების დამონტაჟების სამუშაოები თბილისის აეროპორტში მარტის ბოლოს დაიწყო და დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის ტერიტორიაზე მზის პანელების მონტაჟის პროცესი დასასრულს უახლოვდება.

მზის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გარდაბანში ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავენ

პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში პირველია, საქართველოში ე.წ. სუფთა ენერგიის მოხმარების პოპულარიზებას ემსახურება.

ენერგიის მისაღებად მზის პანელების დამონტაჟების სამუშაოები თბილისის აეროპორტში მარტის ბოლოს დაიწყო და დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი დეტალური ინფორმაცია პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიის რაოდენობისა და იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნის ეს ნოვატორული იდეა, აღნიშნულია აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ–ჯორჯიას“ განცხადებაში.

TAV Urban Georgia-ს მმართველობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2005 წლის 1 ნოემბერს 22 წლის ვადით გადავიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაში, რომლის ფართობიც 25 ათასი კვადრატული მეტრია, 71,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამ მხრივ ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს. კერძოდ, საქართველოში ქარის ენერგიაზე მომუშავე სადგური „ქართლის“ მშენებლობა მიმდინარეობს. გარდაბნის რაიონში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება.

რაც შეეხება მზის პანელებს, გათბობისთვის მზის სისტემები პირველად საქართველოში თუშეთში 2010 წელს გამოიყენეს. ფერმერებს ჰელიოსისტემები ჩეხურმა სააგენტომ გადასცა.

ყველა ახალი ამბავი
0