თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. „მზის ენერგიის კომპანია“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შემდგომი მშენებლობის, მფლობელობისა და ოპერირების მიზნით, ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებს შეისწავლის, განაცხადეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.
„მზის ენერგიის კომპანია“ ამერიკული „Headwall Power International”-ის წარმომადგენელია საქართველოში, რომელსაც მსოფლიოში ალეტერნატიული ენერგიების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შეწავლას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „მზის ენერგიის კომპანიას“ შორის დადებული მემორანდუმი ითვალისწინებს, იუწყება ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო.
„მემორანდუმის თანახმად კომპანია 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატრებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგინეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს“, — იუწყება ენერგეტიკის სამინისტრო.